მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო - ლიდერი უქმე დღეებით მსოფლიოში

წელს საქართველო უქმე დღეების სიმრავლით გამოირჩევა და ამ მხრივ ევროპაში ლიდერის პოზიციაზეა. მართალია შრომის კოდექსი ქვეყანაში წელიწადში 17 უქმე დღეს განსაზღვრავს, მაგრამ საქართველოს მთავრობის მეთაურს აქვს დისკრეცია, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით წელიწადის სხვადასხვა დღეები უქმედ გამოაცხადოს. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და მსგავსი გადაწყვეტილებები ჯერ იანვარში, შემდეგ კი მაისში ვიხილეთ. ეკონომისტები თვლიან, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანას უქმე დღეების ზრდის ფუფუნება არ აქვს. მათი შეფასებით, ბევრი უქმე დღე ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ბიზნესის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კერძო სექტორში დასაქმებულებს საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულებისგან განსხვავებით უთანასწორო პირობებში აყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები