მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანა გახდა

62736bb8f2c75
BM.GE
05.05.22 10:23
1199
საქართველო, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) მომსახურების ხარისხის ფონდის (Quality of Service Fund) თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანა გახდა.

უნივერსალური საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდი ფოსტის განვითარების დაფინანსების პლატფორმა გახლავთ მსოფლიო მასშტაბით. ფონდის მიზანია, განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დანიშნული ოპერატორების საფოსტო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

უნივერსალური საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის საბჭო შედგება 11 წევრი ქვეყნისგან. აღნიშნული ქვეყნებია: საქართველო, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, ტუნისი, საფრანგეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ჩილე, ტაილანდი.

2022 წლის 4 მაისს, საქართველო თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნად შეირჩა კენჭისყრის საფუძველზე. „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე ერთხმად იქნა არჩეული და დანიშნული 3 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მიენიჭა შვეიცარიას.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები