მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია - იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი 
21.02.24 20:58
771

საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა "ტვიტერზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში.საქართველო ჩვენი ფასეული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ ოფიციალური თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები