მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რუსულ ნავთობზე გადავიდა - იანვარში რუსეთის წილი 69% იყო

63f35f09019ca
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.23 17:00
1231
საქსტატმა 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება გაზარდა.

იანვრის განმავლობაში საქართველომ სულ 82 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შეიძინა, ამ ნავთობის 69%-ის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა.

შედარებისთვის, 2022 წლის იანვარში რუსეთი იმპორტში რუმინეთის; ბულგარეთის; აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო, წელს კი მან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

პარალელურად, მკვეთრად - 88%-ით დაეცა საწვავის იმპორტი აზერბაიჯანიდან.

ნავთობის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - 56.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 563%
2. რუმინეთი - 11.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -39%
3. თურქმენეთი - 4.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -69%
4. საბერძნეთი - 2.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 109%
5. თურქეთი - 1.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -43%
6. აზერბაიჯანი - 1.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -88%.

2022 წელს საქართველომ რუსეთიდან $623 მილიონის ღირებულების 657 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა. ეს წინა წელთან შედარებით 4.6-ჯერ მეტი იყო. გასულ წელს რუსეთზე ნავთობის იმპორტის 47% მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები