საქართველო რუსული შოკოლოდის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსული გამოცემა “Agroexport”-ის იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების 10-ეულს აქვეყნებს, რომლებმაც რუსეთიდან ყველაზე მეტი შოკოლადის ნაწარმი შეისყიდეს. რეიტინგი ასეთია:
- ყაზახეთი - $192 მლნ;
- ბელარუსი - $123 მლნ;
- უზბეკეთი - $68 მლნ;
- აზერბაიჯანი - $48 მლნ;
- სომხეთი - $28.5 მლნ;
- ყირგიზეთი - $26.1 მლნ;
- საქართველო - $19.5 მლნ;
- ჩინეთი - $14.4 მლნ;
- მოლდოვა - $7.7 მლნ;
- სერბეთი - $6.8 მლნ;
გარდა ამისა რუსული შოკოლადის იმპორტს გერმანია, ისრაელი, აშშ, ლატვია და საუდის არაბეთი ახორციელებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი საქართველოსთვის შოკოლადის მთავარი მომწოდებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს 11 თვეში საქართველოში შოკოლადის იმპორტი რეკორდული იყო. ამ პერიოდში ქვეყანაში $111.6 მლნ-ის 20 739 ტონა შოკოლადი შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 23.9%-ით, მოცულობა კი 3.1%-ით გაიზარდა. აქედან შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს შოკოლადის იმპორტი გაუძვირდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შოკოლადის იმპორტი თითქმის ყველა მომწოდებელი ქვეყნიდან გაძვირდა, მათ შორის რუსეთიდანაც. 11 თვეში საქართველომ 30 მილიონ 449 ათასი დოლარის ღირებულების 8 209 ტონა რუსული შოკოლადი იყიდა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია. 1 კგ რუსული შოკოლადის საშუალო ფასი 11 თვის განმავლობაში 3.7 დოლარი იყო.
მეორე ქვეყანა, საიდანაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს უკრაინაა. წელს იანვარ-ნოემბერში იმპორტი 21.7 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რითაც 3 530 ტონა შოკოლადი შევიძინეთ. 1 კგ-ის საშუალო ფასი 6.1 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წლის ამავე პერიოდის საშუალო ფასს 4.9 დოლარს აღემატება.
კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც შოკოლადს ვყიდულობთ პოლონეთია. 2025 წლის 11 თვეში ამ ევროპული ქვეყნიდან 10 მილიონ 325 ათასი დოლარის ღირებულების 1 052 ტონა შოკოლადი შემოვიდა. 1 კგ პროდუქტის საშუალო ფასი 9.8 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გასულ წელს 5.7 დოლარი იყო.
საქართველოს მეზობელი თურქეთიდან შოკოლადის იმპორტი შემცირებულია. საანგარიშო პერიოდში ამ ქვეყნიდან 8 მილიონ 937 ათასი დოლარის ღირებულების 1 780 ტონა შოკოლადი ვიყიდეთ.
ბელგიიდან კი 2025 წლის 11 თვეში 7 მილიონი დოლარის ღირებულების 888 ყ0ონა შოკოკადი ვიყიდეთ, რაც გაზრდილი მაჩვენებელია.




























