მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დაიწყება

საქართველო საბერძნეთი ბილეთები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შედგება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია კი 23 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. მატჩის ბილეთებს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ მითითებული ელფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების მისაღებად event@tkt.ge-ზე გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი” - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

რაც შეეხება ბილეთების ფასებს, ის უცვლელია და მისი ფასი 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მეტოქეები პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები