მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო სასაქონლო ნომენკლატურის დასახელებების ნაწილს ცვლის

კონტეინერი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილება. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, იცვლება საგარეო ვაჭრობაში სასაქონლო კოდების სახელწოდებების ნაწილი და ის საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურის 2022 წლის რედაქციასთან მოვა შესაბამისობაში.

პარლამენტში ცვლილება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა, მისი თქმით, კანონპროექტის მიღებით სასაქონლო კოდების ცვლილებასთან ერთად მარტივდება გადასახადების ადმინისტრირება, აღმოიფხვრება რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები და გარკვეული დებულებები შესაბამისობაში მოვა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონთან.

“წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდგომ - სსკ) არსებული ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრა, მათ შორის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და სსკ-ით გათვალისწინებული სასაქონლო კოდებისა და საქონლის დასახელებების „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2022 წლის რედაქციის ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2008 წლიდან წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის წევრ ქვეყანას და აქვს ვალდებულება პერიოდულად განახორციელოს შიდა კანონმდებლობით დადგენილი სასაქონლო ნომენკლატურის განახლება კონვენციის ჰარმონიზებული სისტემის ბოლო რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მოქმედ სსკში არსებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდები არ შეესაბამება კონვენციის ბოლო რედაქციას, რამაც შესაძლებელია გარკვეული შეფერხებები შექმნას საგარეო ვაჭრობაში იმ ქვეყნებთან, რომლებიც საგარეო ვაჭრობაში იყენებენ ნომენკლატურის ბოლო რედაქციას”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები