მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა მთავრობამ იანვარში?

63f4a3259a2a1
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.23 15:30
1124
ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის იანვრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში შემოსავლების სამსახურმა 1.49 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმის 36%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შესრულება ასე ნაწილდება:

• დღგ - 580 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 39%;
• საშემოსავლო გადასახადი - 572 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 45%;
• აქციზის გადასახადი - 153 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 46%;
• მოგების გადასახადი - 113 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 16%;
• იმპორტის გადასახადი - 9.8 მილიონი ლარი, პირველი კვარტლის გეგმის 39%.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს, პირველ კვარტალში მთავრობა პრივატიზაციიდან 28 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს. მათ შორის იანვარში ფაქტობრივმა შემოსავალმა პრივატიზაციიდან მხოლოდ 0.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის მხოლოდ 0.1%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები