მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2024 წელს ეკონომიკიდან რეკორდული - ₾18 მილიარდის გადასახადების ამოღებას გეგმავს

ხელფასი

გამოქვეყნდა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც მომდევნო წელს მთავრობა ეკონომიკიდან 18.3 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას გეგმავს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 2 მილიარდი ლარით მეტია. აქედან ზრდა ყველაზე მეტად საშემოსავლო გადასახადის მიმართულებითაა ზრდა, რაც 1 მილიარდ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა დამატებული ღირებულების გადასახადი 718 მილიონი ლარით მოიმატებს. 

2024 წლის საგადასახადო ბიუჯეტი ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 7.39 მილიარდი ლარი ზრდა 718 მილიონი ლარი;
  • საშემოსავლო გადასახადი - 6.16 მილიარდი ლარი ზრდა 1 მილიარდი ლარი;
  • მოგების გადასახადი - 2.06 მილიარდი ლარი ზრდა 63 მილიონი ლარი;
  • აქციზი - 2.36 მილიარდი ლარი ზრდა 265 მილიონი ლარი;
  • იმპორტის გადასახადი - 161 მილიონი ლარი ზრდა 31 მილიონი ლარი;
  • სხვა გადასახადები - 176 მილიონი ლარი კლება 73 მილიონი ლარი.

რაც შეეხება შემოსავლების სხვა წყაროებს, მთავრობა აზარტული თამაშების სანებართვო მოსაკრებლიდან 60 მილიონ ლარს, სახელმწიფო ბაჟიდან 24 მილიონ ლარს, სანქციებიდან 150 მილიონ ლარს მოელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები