მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს მთავრობამ 15 მილიარდის გადასახადები აკრიფა - გეგმა 100%-ით შესრულდა

63cea663c20dd
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.23 11:00
866
ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 14.97 მილიარდი ლარი შევიდა. ეს გეგმის 100.1% იყო.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შესრულება ასე ნაწილდება:

დღგ - 6.04 მილიარდი ლარი, გეგმის 101.1%;
საშემოსავლო გადასახადი - 4.64 მილიარდი ლარი, გეგმის 100.2%;
მოგების გადასახადი - 1.93 მილიარდი ლარი, გეგმის 100%;
აქციზი - 2.01 მილიარდი ლარი, გეგმის 98.3%.
იმპორტის გადასახადი - 126 მილიონი ლარი, გეგმის 100.8%.

გადასახადებისგან განსხვავებით ვერ შესრულდა პრივატიზაციის გეგმა. ბიუჯეტით გათვალისწინებული 300 მილიონი ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 203 მილიონი შევიდა, რაც გეგმის 67%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები