მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა 10 თვეში მთავრობამ

ლარი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის 10 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შემოსავლებმა 21 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 16.5 მილიარდი ლარი გადასახადებზე მოდის, დანარჩენი კი ვალების აღებიდან, პრივატიზაციიდან და გრანტებიდან ფორმირდება. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ასე ნაწილდება:

მთლიანად გადასახადები - 16.5 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 86.5%;

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.25 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 84.6%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 5.48 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 86.4%;
  • მოგების გადასახადი - 2.62 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 97.7%;
  • აქციზი - 2.02 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 85%;
  • იმპორტის გადასახადი - 114 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 76%.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა შემოსავლებს, შემოსავლები დივიდენდებიდან 353 მილიონი ლარი იყო, საპროცენტო შემოსავლები 273 მილიონი ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია 108 მილიონი ლარი, უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი კი 27 მილიონი ლარი. ჯარიმებიდან შემოსავალმა კი 147 მილიონი ლარი შეადგინა.

საერთაშორისო გრანტებიდან ბიუჯეტმა 257 მილიონი ლარი მიიღო, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან კი 228 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში, რაც წლიური გეგმის 114%-ია.

რაც შეეხება ვალდებულებების აღებას, მთავრობამ 2024 წლის 10 თვეში მიიღო 1.42 მილიარდი ლარის საგარეო კრედიტები, ხოლო 1.06 მილიარდი ლარის მობილიზება შიდა ვალის აღებით მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები