"ოცნების" ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ცენტრალური აზიის, კასპიის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გასახსნელად, აუცილებელია კოორდინირებული დაფინანსება.
როგორც მან ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, საქართველო ძირითად სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 2032 წლამდე 7 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
"საქართველო, ძირითად სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 2032 წლამდე 7 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ ამბიციის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუდმივი ჩართულობა, რომელთა გამოცდილება და გრძელვადიანი კაპიტალი შეუცვლელია, არამედ კერძო სექტორის ინვესტიციების უფრო ძლიერი მობილიზება. მხოლოდ საჯარო და კერძო დაფინანსების მონაწილეების კარგად შეთანხმებული პარტნიორობით იქნება შესაძლებელი რეგიონში ისეთი თანამედროვე, ეფექტური და მდგრადი ქსელების ჩამოყალიბება, რასაც დღევანდელი გლობალური ეკონომიკა მოითხოვს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის ფარგლებშიც განვითარდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მოხდება საქართველოს რკინიგზის სრული მოდერნიზება, ასევე განვითარდება და აშენდება მაგისტრალური გზები და ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი.
ანაკლიის ნავსადგური 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-ს დაამუშავებს - მარიამ ქვრივიშვილი




























