მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო სხვანაირი ევროპის შემოქმედია - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო სხვანაირი ევროპის შემოქმედი არის და არა იმ ევროპის, "რომელიც გაუმჭვირვალედ უცხო ქვეყანაში აფინანსებს რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს".

„რასაც ეს ფონდები აკეთებენ, არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, ეს არ არის ის ევროპა, რომელიც ჩვენ ვართ. ჩვენ სხვა ევროპა ვართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და მაგალითად რამდენიმე ორგანიზაციის უცხოური დაფინანსება მოიყვანა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ე.წ რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას აპირებს. როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. მდინარაძის თქმით, ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები