მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-სომხეთის 2 საბაჟოზე შემოსული 22 290 ცალი მოჭრილი ვარდი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ვარდები

საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნიდან შემოსული 22 290 ცალი მოჭრილი ვარდი შეაჩერეს და ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო - საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.

"საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - აცხადებენ უწყებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყვავილებისა და კოკრების იმპორტი 2026 წლის იანვარ-მაისში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ეკვადორია, საიდანაც საქართველოში $5.2 მლნ-ის 608 ტონა ყვავილი შემოვიდა. მას მოსდევს სომხეთი $2.6 მლნ-ის 588 ტონით, ნიდერლანდები - $1.6 მლნ-ის 101 ტონით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები