მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-სომხეთის საბაჟოდან 13 350 ცალი ვარდით დატვირთული ტრანსპორტი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ვარდი
20.07.26 17:45
394

საქართველო-სომხეთის საზღვარზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო - საავტომობილოზე“ უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. ამის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები