მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-სომხეთის საზღვარზე პნევმატური იარაღი და 31 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს - RS

საბაჟო

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ნინოწმინდა“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული პნევმატური იარაღი, ერთი მჭიდი და 31 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.

ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები