მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-სომხეთის საზღვარზე შემოსული ჯამში 61 ტონამდე ხახვი და ატამი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს - RS

წითელი ხიდი

საქართველო-სომხეთის საზღვარზე შემოსული ჯამში 61 ტონამდე ხახვი და ატამი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და "სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

"საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ატმისა და ხახვის დიდ ნაწილს ფიტოსანიტარიულ და სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები