მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო, წელს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველო
08.01.24 10:55
380

საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე გახდა და ამავე წელს, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედია კონფერენციას უმასპინძლებს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ყოველი წლის ივნისის თვეში, ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მართავს საჯარო მედია კონფერენციას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. საქართველო, ComCom-ის ორგანიზებით, აღნიშნულ კონფერენციას 12 ივნისს თბილისში უმასპინძლებს.

ობსერვატორიის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე წარადგენს: „ჩვენთვის დიდი პატივია ობსერვატორიის თავმჯდომარეობა, რომელიც ჩვენი პორტუგალიელი კოლეგებისგან გადმოგვეცა. მზად ვართ, 2024 წლის განმავლობაში, ღირებული წვლილი შევიტანოთ ობსერვატორიის მუშაობაში და ველით პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა ივანე მახარაძემ.

საქართველოს მიერ თავმჯდომარის პოზიციის დაკავებაზე ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზანა ნიკოლტჩევმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან, როგორც „დინამიკურ და ენერგიულ“ თავმჯდომარე ქვეყანასთან მუშაობას. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აუდიოვიზუალური ინდუსტრიის უკეთ გაცნობა და საჯაროდ წარმოჩენა განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება იქნება. საქართველოს თავმჯდომარეობას ასევე მხარს უჭერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას 41 წევრი ჰყავს. საქართველო ობსერვატორიის წევრი 2016 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები