მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-თურქეთის საზღვართან 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

633306ec8a23a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.22 18:19
883
საქართველო-თურქეთის საზღვართან 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პირველადი ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 18:08 საათზე თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მოხდა 5.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, მცირე ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები