მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო უახლოვდება წერტილს, როდესაც C ჰეპატიტი საბოლოოდ იქნება დამარცხებული“ - მინისტრი

C-ჰეპატიტი

„საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული“,- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„2015 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 82 000 ადამიანი არის ამ დროისთვის უკვე განკურნებული და ამ დროისთვის, პრაქტიკულად დავიწყეთ საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა. აღარაფერს ვიტყვი თითოეული ასეთი ადამიანისთვის მოტანილ ეფექტზე, მათ შორის ფინანსური
თვალსაზრისით.

რაც შეეხება , ტუბერკულოზს. ტუბერკულოზის მიმართულებით გვაქვს სერიოზული წინსვლა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის შემთხვევების გავრცელება 71%-ით შემცირდა და 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები