მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

61f517fb95ca1
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 14:26
907

„საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ფოთში 120 მლნ დოლარის ღირებულების ახალი ნავსადგურის გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის პროექტის განხორციელებისთვის მხოლოდ 93 მლნ დოლარია ინვესტირებული.

„ვულოცავ კომპანია „პეის“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას! მოგეხსენებათ, 2020 წლიდან კომპანია „პეისის“ მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას.

კომპანია „პეისი“, რომელიც წარმატებით საქმიანობს 30 წელია, 1000 მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო კომპანიის მფლობელობაში მყოფი ნავმისადგომების ტვირთბრუნვა 3 მლნ ტონას შეადგენს.

ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მშენებლობის პროცესში ასობით სამუშაო ადგილი შექმნა, რაც პანდემიის პირობებში რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის პოტენციალის სრული რეალიზებაა, ჩვენი მთავრობა ამ პროექტს დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას უცხადებდა და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანია პეისს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები