მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას აშშ-ისგან მიიღებს

60be47af56ece
თამთა ჯიჯავაძე
07.06.21 20:28
1758
რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, "იმიტომ რომ არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული".

საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს.

"დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს", - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები