“საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს ამ უძილო ღამეს” - პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც უკრაინას სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს.
„მთელი მსოფლიო აღტაცებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, მისი სამხედროებისა და მთელი ერის სიმამაცით“, - წერს პრეზიდენტი.
რამდენიმე წუთის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ძალიან მძიმე ღამე იქნება, მაგრამ დედაქალაქი არ უნდა დაკარგონ.
„ამ ღამეს მტერი თავის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს, რათა ჩვენი წინააღმდეგობა გატეხოს - საზიზღრად, ხისტად და არაადამიანურად. ამ ღამეს ისინი შტურმზე წამოვლენ. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველოდება. ამ ღამეს უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება. ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, თუმცა გათენდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი ბევრი ქალაქი. განსაკუთრებული ყურადღება კიევს. არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.




























