საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულებაში მეტი პროგრესისკენ მოუწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
“ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა რინკევიჩსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს შეხვდა. იგი მანამდე ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ალან კარისს შეხვდა.