მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ვერ იყენებს ევროკავშირთან არსებული DCFTA-ს სრულ პოტენციალს - ვიოლა ფონ კრამონი

6426c456ae324
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.23 15:57
739
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ISET-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის DCTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების თაობაზე ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.

ISET-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული მრავალმილიონიანი სუბსიდიების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო საქონლის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი შემცირრებულია. 2016 წელს EU-ზე ამ კატეგორიის ექსპორტის 31% მოდიოდა და ის 2022 წელს 14%-მდე შემცირდა, ხოლო სანაცვლოდ გაიზარდა ექსპორტში დსთ-ს წილი, კერძოდ 2016 წელს არსებული 47%-დან, 73%-მდე.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, ექსპორტის დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველო ვერ იყენებს ევროკავშირთან არსებული DCFTA-ს სრულ პოტენციალს.

“ძალიან დიდი თანხები იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგში, მაგრამ ის არ ეხმიანება სექტორში არსებულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ევროკავშირის სტანდარტები ძალიან მაღალია, რომელსაც ქართველი მწარმოებლების ნაწილი ვერ ამ დრომდე ვერ აკმაყოფილებს. მათი მხრიდან წარმოებული პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა ვერ ეხმიანება საექსპორტო პოტენციალს. დღეს ვხედავთ, რომ ევროკავშირში ექსპორტი არ იზრდება, იმ დროს როცა საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, ყაზახეთში და ა.შ. ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია. რაც სამწუხაროა, რადგან ჩვენს საქართველოს მივეცით შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს წვდომა ევროპის ბაზარზე,”- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ISET-ის კვლევაში საუბარია სხვადასხვა მიზეზებზე, რომლებიც ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტს აყოვნებს. მათ შორისაა სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის დაბალი განვითარება; მექანიზაციის ნაკლებობა; მოსავლის მიღებისშემდგომი დაბინავების სათავსოების, ასევე მათი დამამუშავებელი სიმძლავრეების ნაკლებობა. შუამავალი სავაჭრო კომპანიების სიმცირე; ხარისხის უზრუნველყოფის შუამავალი კომპანიების ნაკლებობა, ევროკავშირში ბიზნეს პარტნიორების მოძიების სირთულეები, რაც ადგილობრივ მწარმოებელთა მცირე ზომებიდან არის განპირობებული.

ევროკავშირში საქართველოს მთავარი სასოფლო სამეურნეო ექსპორტი არის ნედლი თხილი. 2022 წელს მისმა ექსპორტმა 74 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6 მილიონი დოლარით ნაკლები იყო. სანაცვლოდ გაიზარდა ღვინის ექსპორტი 28.7 მილიონიდან 30.7 მილიონ დოლარამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები