მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ხორცის თვითუზრუნველყოფით რეგიონში ბოლო ადგილზეა - რა მოცულობის ხორცი მოიხმარა ქვეყანამ 2022 წელს?

64983d91a481c
თინათინ ნატმელაძე
25.06.23 22:07
1042
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ხორცის და ხორცპროდუქტების მოხმარება 2022 წელს 192 მლნ კგ-ს შეადგენდა, ყველაზე მეტი კი ფრინველის ხორცის მოხმარება იყო.

უშუალოდ ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცის მოხმარებამ 148.4 მილიონი კილოგრამი შეადგინა, საიდანაც 74.6 მილიონი კილოგრამი ადგილობრივად წარმოებული იყო, ხოლო 74.9 მილიონი კილოგრამი იმპორტირებული. რაც შეეხება ხორცპროდუქტებს, ანუ სოსისს, ძეხვს და ასე შემდეგ, მათმა მოხმარებამ 43.6 მლნ კილოგრამი მოიცვა, საიდანაც 37.2 მლნ კილოგრამი ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა, ხოლო 6.4 მლნ კილოგრამი წმინდა იმპორტზე.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ხორცის წარმოება საშუალოდ წელიწადში 2.4%-ით გაიზარდა 2017-22 წლებში და 74.6 მლნ კგ-ს მიაღწია 2022 წელს. საქართველოში ყველაზე მაღალი ფრინველის ხორცის წარმოებაა, ხოლო შემდგომ საქონლის და ღორის ხორცის. ყველაზე მაღალი ზრდა 2017-22 წლებში ღორის ხორცის წარმოებას ჰქონდა, მიუხედავად 2022 წელს წლიური 5%-იანი კლებისა. წინა წლების დინამიკისგან განსხვავებით, 2022 წელს წლიურად გაიზარდა საქონლის, ცხვრის და თხის ხორცის წარმოება, ხოლო ფრინველისა და ღორის შემცირდა.

თუმცა წარმოების ზრდის მიუხედავად, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება მაინც მაღალია, კერძოდ, ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა, პირველ ადგილს კი თურქეთი იკავებს.

უფრო ზუსტად, 2022 წელს საქართველოში ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა საქონლის ხორცის ნაწილში 83%, ღორის ხორცის ნაწილში 48%, ხოლო ფრინველის ხორცში 34% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები