მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ყოველთვის რჩება ინვესტორებისთვის საინტერესო ადგილად - ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი

649ae8561e23a
ინგა მურუსიძე
27.06.23 17:54
671
„ობიექტურად, საქართველო ყოველთვის რჩება ძალიან საინტერესო ადგილად, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ინვესტორებისათვის, რომლებსაც გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება აინტერესებთ საქართველოში“, - ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი გარე პოლიტიკური ფაქტორები აღმოიფხვრება, და უკრაინა დამაგვირგვინებელი გამარჯვებით დაასრულებს ომს, დასავლური და ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მაშინვე გაიზრდება. როგორც ბაიდაშვილი აღნიშნავს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ახლა ინვესტორები თავს იკავებენ.

„ინვესტორი სანამ კონკრეტულ გათვლებს გააკეთებს, იწყებს რეგიონის შესწავლით და ჩვენ სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აგვიხსნია, რომ ფიზიკური კავშირიც კი არ გვაქვს ამ მოვლენებთან, მათ აღქმაში საქართველო პირდაპირ უკავშირდება იმ რეგიონს, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. შესაბამისად, ასეთ დროს და ასეთ პირობებში არც საქართველოს სჭირდება ე.წ. სვავი ინვესტორები, რომლებიც სწორედ ასეთ პირობებში მოქმედებენ ხოლმე, თუმცა როგორც კი ეს დასრულდება, მაშინვე გაიზრდება ინვესტორთა რაოდენობა“, - განაცხადა ბაიდაშვილმა.

კითხვაზე, რომელი სექტორები აინტერესებს ამერიკელ ინვესტორებს? - ბაიდაშვილი პასუხობს, რომ მათ აინტერესებთ სტუმარ-მასპინძლობის სფერო, მოწოდების საკითხები, ლოგისტიკა, მართვის საკითხები, მენეჯმენტი და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები