მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 13 ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს - შსს

უცხო ქვეყნის მოქალაქეები
02.06.25 11:50
567

საქართველოდან 13 ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, 31 მოქალაქე ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში გააძევეს.

"საქართველოდან გაძევებულ იქნა - ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანის და ერაყის - ჯამში 31 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები