მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა

BMG

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) 9 მილიონი 183 ათასი დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით BMG-ის ბაქოს ბიურო წერს, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50,21%-ით, ანუ 3 მილიონ 069 ათასი დოლარით მეტია. კერძოდ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 6 მილიონ 114 ათასი დოლარი შეადგინა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან მოცულობაში ქართული ინვესტიციების წილი მხოლოდ 0,6%-ია.

2023 წლის ბოლოს აზერბაიჯანის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.6 მლრდ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.1%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები