"საქსტატის" მონაცემებით, წელს 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 81.98 მლნ დოლარის აზოტოვანი სასუქი გავიდა, 11.6%-ით მეტი ვიდრე შარშან. ექსპორტში უდიდესი წილი 80.4 მლნ დოლარი ადგილობრივად წარმოებულ სასუქებზე მოდის. აზოტოვან სასუქებს „რუსთავის აზოტი“ აწარმოებს, რომელსაც ექსპორტი წელს 10%-ით გაეზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს რუმინეთია, სადაც 16.8 მლნ დოლარის სასუქები გავიდა, მეორე ადგილზეა ესპანეთი, ხოლო მესამეზე ლიეტუვა, რომელსაც საქართველოდან 8.2 მლნ დოლარის სასუქები მიეწოდა.
აზოტოვანი სასუქების საექსპორტო ბაზრები 2025 წლის 7 თვეში:
- რუმინეთი - 16.8 მლნ დოლარი;
- ესპანეთი - 10.5 მლნ დოლარი;
- ლიეტუვა - 8.2 მლნ დოლარი;
- ნამიბია - 7.5 მლნ დოლარი;
- ტანზანია - 6.7 მლნ დოლარი;
- იტალია - 4.6 მლნ დოლარი;
- განა - 4.4 მლნ დოლარი;
- ინდოეთი - 3.8 მლნ დოლარი;
- ეგვიპტე - 3.2 მლნ დოლარი;
- ისრაელი - 2.9 მლნ დოლარი;
წელს 7 თვეში ექსპორტზე ჯამში, 271 313 ტონა სასუქები გავიდა.




























