საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ჩინეთი საქართველოს ნომერ მეოთხე სავაჭრო პარტნიორია.
10 თვეში ორი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.4%-ს წარმოადგენს.
მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში ექსპორტი შემცირდა, ხოლო იმპორტი გაიზარდა. საქართველო-ჩინეთის სავაჭრო თანამშრომლობა ძირითადად იმპორტზე მოდის, რომელიც ექსპორტს 5-ჯერ და მეტად აღემატება.
ჩინეთში ექსპორტი
ჩინეთი საექსპორტო პარტნიორებს შორის მეშვიდე ადგილზეა. იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა 256.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 6.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ჩინეთზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.7% მოდის. 5 ძირითადი საექსპორტო პროდუქტი კი შემდეგია:
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $157.7 მლნ;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $27.4 მლნ;
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $26.7 მლნ;
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - $19.2 მლნ;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $7.5 მლნ.
BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია ჩინეთიდან ტოპ 10 ექსპორტიორი კომპანიების შესახებ (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
- სს RMG Copper
- სს კაიშენ თრეიდინგი
- სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები
- შპს Caucasian Metals Terminal
- შპს აგროგრუპი
- შპს გეოპრიპრავა
- შპს გოლდ დაფნა
- შპს ლაურუს ნობილის ჯორჯია
- შპს ლეგომეტალ
- შპს ჯეო გადამამუშავებელი
ჩინეთიდან იმპორტი
ჩინეთი საქართველოსთვის მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია. 10 თვეში იმპორტმა 1.34 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 18.3%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით.
საქართველოს მთლიან იმპორტში ჩინეთს 9.9%-იანი წილი აქვს. იანვარ-ოქტომბერში იმპორტირებული 5 ძირითადი პროდუქტი კი შემდეგია:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $43.7 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $43 მლნ;
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $42.5 მლნ;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $41.6 მლნ;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $36.7 მლნ.
საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთიდან ტოპ 10 იმპორტიორი კომპანია შემდეგია:
- სს ელიტ ელექტრონიქსი
- შპს ავტოტექნო
- შპს ალტა
- შპს გორგია
- შპს ემტექნიკსი
- შპს იუ-ჯი-თი
- შპს მაგთიკომი
- შპს ნოვა
- შპს ომეგა
- შპს ჯი არ სი