მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა - საექსპორტო ქვეყნები

631751819e020
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.22 18:10
837
საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში ქვეყანამ ცხვრის რეალიზებით 9.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში ექსპორტზე 2 748 ტონა ცხვარი გავიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ცოცხალი ცხვრის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 16.5 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2022 წლის პირველ შვიდ თვეში ცხვრის ექსპორტი 44.1%-ით შემცირებულია.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ცოცხალი ცხვრის მთავარი საექსპორტო ქვეყანა საუდის არაბეთი იყო. წელს კი ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად - 72.2%-ით შემცირდა.

2022 წლის 7 თვეში ცოცხალი ცხვრის საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:

1. საუდის არაბეთი - 3.6 მლნ დოლარი, 858 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 3.1 მლნ დოლარი, 1 042 ტონა;
3. ეგვიპტე - 1.2 მლნ დოლარი, 350 ტონა;
4. იორდანია - 1.1 მლნ დოლარი, 473 ტონა;
5. ყატარი - 100 ათასი დოლარი, 24 ტონა.

BMG-ის დაუკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც აინტერესებთ, რატომ შემცირდა ცოცხალი ცხვრის ექსპორტი. ამ თემასთან დაკავშირებით, ხვალ BMGTV-ის გადაცემა "საქმის კურსის" სტუმარი იქნება ფერმერი, "მეცხვარეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები