მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ცოცხალი ცხვრის ექსპორტმა $39 მილიონს გადააჭარბა

ფარა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 39,4 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვარი გავიდა ექსპორტზე. წლიურად ექსპორტი ღირებულებაში 20,1 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო წლების მაქსიმუმს წარმოადგენს. 2019 წელს ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე $8,2 მილიონის ღირებულების ცოცხალი ცხვარი გაიყვანეს, 2020 წელს 15,5 მილიონის, 2021 წელს 25,5 მილიონის, გასულ წელს კი ქვეყანამ 19,3 მილიონი დოლარის ცოცხალი ცხვარი გაყიდა ექსპორტზე.

მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით, მთავარი საექსპორტო ბაზარი ქართული ცხვარისთვის მეზობელი აზერბაიჯანია, სადაც წლის პირველ სამ კვარტალში $14,4 მილიონის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანში ექსპორტი 2 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

მეორე ადგილზეა საუდის არაბეთი 12,9 მილიონით, მესამეზე კი ერაყი 6,8 მილიონი დოლარით. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედიან ასევე ქუვეითი ($3 მლნ) და კატარი ($796 ათასი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები