2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 763 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-აპრილში ექსპორტის წილი ქვეყნის $6.5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 26.8% იყო.
იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ყირგიზეთმა დაიკავა, რაც მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ზრდით არის განპირობებული. ყაზახეთთან ერთად პირველ სამეულში ადგილებს რუსეთი და ყაზახეთი ინაწილებენ. უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებებს შორის 4 თვის ჭრილში არც ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას არ ვხვდებით.
უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების ათეული კი ასეთია:
- ყირგიზეთი - $291.5 მლნ, ზრდა - 102.4%;
- რუსეთი - $230.4 მლნ, ზრდა - 1.9%;
- ყაზახეთი - $208.3 მლნ, ზრდა - 15.4%;
- აზერბაიჯანი - $191 მლნ, კლება - 26.7%;
- სომხეთი - $173.8 მლნ, კლება - 38.1%;
- თურქეთი - $124.3 მლნ, კლება - 10.2%;
- ჩინეთი - $78.8 მლნ, კლება - 51.2%;
- უკრაინა - $38.9 მლნ, ზრდა - 27.5%;
- აშშ - $34.2 მლნ, ზრდა - 86.9%;
- უზბეკეთი - $34.2 მლნ, ზრდა - 22.9%;
ავტომობილების ექსპორტის, უფრო სწორად კი რეექსპორტის მაჩვენებლის კლების მიუხედავად, მსუბუქი ავტომობილები უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ათეულში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. წლის პირველ 4 თვეში მთლიანი ექსპორტის 32.7%-ს სწორედ ავტომობილებზე მოდიოდა. TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $576.6 მლნ, კლება - 3.1%;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $126.5 მლნ, ზრდა - 61%;
- ფეროშენადნობები - $82.4 მლნ, კლება - 2.4%;
- სპირტიანი სასმელები - $79.5 მლნ, ზრდა - 48.5%;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $50.9 მლნ, ზრდა - 308%;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $45.8 მლნ, ზრდა - 119.1%;
- აზოტოვანი სასუქები - $45.4 მლნ, კლება - 35.2%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $36.9 მლნ, ზრდა - 23.7%;
- მინერალური და დაგაზიანებული წყლები, შაქრის დანამატებით - $35.7 მლნ, ზრდა - 14.4%;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული - $31.4 მლნ, კლება - 0.3%.