მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთთან სავაჭრო ბრუნვამ $1 მილიარდს გადააჭარბა - რით ვვაჭრობთ მეზობელთან?

63ca9d4228fe2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.23 22:37
2243
საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის განმავლობაში 77.4%-ით გაიზარდა და 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის გაზრდილი რიცხვები საქართველო-სომხეთის ვაჭრობის ისტორიაში რეკორდულია.

უნდა აღიშნიშნოს, რომ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 19 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. მათ შორის საქართველოს ექსპორტი 32%-ით 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარამდე, იმპორტი კი 33%-ით, 13 მილიარდ 450 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გასული 2022 წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში სომხეთმა 6.3%-იანი წილით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 197 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის რიცხვებს 77.4%-ით აღემატება.

2022 წლისთვის სომხეთი საქართველოს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი იყო. აქედან მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის ზრდის მაღალი - 128.2%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა და სომხეთმა ჩინეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის შემდეგ 10.5%-იანი წილით უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში მეოთხე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, საქართველომ სომხეთში საქონლის რეალიზებით 584 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

სარეალიზაციო საქონელს შორის ერთ-ერთი მსხვილი - მსუბუქი ავტომობილები იყო.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 144.7 მლნ დოლარი;
2. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - 21.4 მლნ დოლარი;
3. შაქრის დანამატების შემცველობით წყლები - 13.5 მლნ დოლარი, 16 768 ტონა;
4. აზოტოვანი სასუქები - 12.3 მლნ დოლარი, 18 250 ტონა;
5. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 12,3 მლნ დოლარი, 16 997 ტონა;
6. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 10.5 მლნ დოლარი, 6 590 ტონა;
7. ციტრუსები - 9.3 მლნ დოლარი, 17 999 ტონა;
8. კოპტონი - 9.1 მლნ დოლარი, 13 889 ტონა;
9. ღორის ხორცი - 9,1 მლნ დოლარი, 4 599 ტონა;
10. სატვირთო ავტომობილები - 9.1 მლნ დოლარი.

იმპორტის მიხედვით, სომხეთის 2022 წელს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 4.6%-იანი წილით მეშვიდე ადგილს იკავებს. გასულ წელს სომხეთში საქონლის შესაძენად 613 მილიონ 189 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის 46.5%-ით მეტია. სომხეთიდან მთავარი საიმპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომელიც იმპორტის თითქმის მესამედ შეადგენდა.

TOP-10 საიმპორტო საქონელი:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 403 მლნ დოლარი, 205 657 ტონა;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 86.3 მლნ დოლარი, 22 693 ტონა;
3. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 15.3 მლნ დოლარი, 1 433 ტონა;
4. მინის ბოცები, ბოთლები - 15.1 მლნ დოლარი, 35 531 ტონა;
5. საფრენი აპარატები სხვა - 14 მლნ დოლარი, 61 ტონა;
6. ელექტროენერგია - 10.2 მლნ დოლარი;
7. ელექტროენერგია - 10.2 მლნ დოლარი;
8. ნახშირბადიანი ფოლადისაგან ნახევარფაბრიკატები - 9.1 მლნ დოლარი, 16 347 ტონა;
9. მოლიბდენის მადნები და კონცენტრატები - 3.9 მლნ დოლარი, 279 ტონა;
10. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 2.6 მლნ დოლარი, 2 224 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები