საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 567 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტია.
7 თვის მონაცემებით, საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. უფრო დეტალურად, ექსპორტისა და იმპორტის ჯამური მოცულობით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალი ასეთია:
- თურქეთი - $1.8 მლრდ;
- რუსეთი - $1.4 მლრდ;
- აშშ - $1.078 მლრდ;
- ჩინეთი - $1.056 მლრდ;
- აზერბაიჯანი - $724 მლნ;
- გერმანია - $661.6 მლნ;
- ყირგიზეთი - $590.6 მლნ;
- ყაზახეთი - $481.5 მლნ;
- სომხეთი - $461.2 მლნ;
- იაპონია - $277.7 მლნ.