მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე $49 მილიონის წყალი გავიდა - TOP საექსპორტო ქვეყნები და კომპანიები

5f1fcd01d3658
თელარა გელანტია
29.07.20 09:45
5362
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 49.4 მლნ დოლარის მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მიხედვით, აღნიშნული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.5%-ით ნაკლებია.

Bm.ge-ის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ქართული წყლის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია 19.3 მლნ დოლარით. ხუთეულშია: უკრაინა ($9.5მლნ), ლიეტუვა ($8.1მლნ), ყაზახეთი ($3.7მლნ) და ბელარუსი ($3.3 მლნ). აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მცირე მოცულობის წყალი ექსპორტზე აშშ-სა ($1მლნ) და ისრაელშიც ($538 ათასი) გავიდა.

მინერალური და მტკნარი წყლების TOP-10 ექსპორტიორი კომპანია:

1. შპს აქვა გეო
2. "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"
3. შპს საირმე მინერალ ვოთერს
4. სს წყალი მარგებელი
5. შპს ნინი
6. შპს გიო
7. შპს ნანა
8. შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო
9. შპს Georgian water & Company.

შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

ცნობისთვის: 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს ქვეყნებში ექსპორტზე 133.6 მლნ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა, რაც 2018 წლის მონაცემებს 17.6%-ით აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები