მიგრაციის დეპარტამენტმა გასული კვირის განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევა.
უწყების ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში ქვეყნიდან გაძევებულები არიან თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სუდანის, უზბეკეთის, ფილიპინების, ბანგლადეშის, იორდანიის, რუსეთის, სომალის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
მიგრაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გაძევებულ არალეგალთა რაოდენობამ უკვე 1000-ს გადააჭარბა.
უწყების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.




























