მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ხახვის ექსპორტი 74-ჯერ გაიზარდა - სად ვყიდით?

ხახვი

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ხახვის ექსპორტმა $148 ათასი შეადგინა, მოცულობით კი 594 ტონა. რაც ნიშნავს იმას, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($2 ათასი, 1 ტონა) ექსპორტი ღირებულებით 74-ჯერ გაიზარდა, მოცულობით კი 594-ჯერ. მიმდინარე წელს ექსპორტი სრულად სომხეთის ბაზარზე განხორციელდა.

რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს: საქსტატის რიცხვებით, საქართველომ 2025 წელს, 245 ტონა ხახვის ექსპორტიდან $77 ათასის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2024 წელს ექსპორტი 329 ტონა იყო, თუმცა შემოსავალი $122 ათასს შეადგენდა.

საინტერესოა იმპორტის მონაცემებიც, რომელიც ექსპორტთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში საქართველომ $1.46 მილიონის ღირებულების 6 034 ტონა ხახვი იყიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($1.47 მლნ და 6 363 ტონა) იმპორტი ღირებულებით 0.27%-ით, მოცულობით კი 5.1%-ით შემცირდა.

იმპორტირებული ხახვის ძირითადი წყაროები იყვნენ:

  • აზერბაიჯანი – $1.4 მლნ, 5 816 ტონა;
  • თურქეთი – $52 ათასი, 216 ტონა;
  • ნიდერლანდები – $2 ათასი, 900 კილოგრამი.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს საქართველოში ხახვის იმპორტმა $10.6 მილიონი და 44 236 ტონა შეადგინა. 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით ($9 მლნ, 36 022 ტონა) ხახვის იმპორტი ღირებულებით 16.8%-ით, მოცულობით კი 22.8%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები