მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი გაიზარდა|სად ვყიდით?

წვენები

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტატისტიკას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 14.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 31%-ით (2.1 ათასი ტონა) გაიზარდა, ხოლო ღირებულება 22%-ით (2.5 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

BM.GE ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ, რომლის მიხედვითაც 2026 წლის იანვარ-მაისში ზრდა დაფიქსირდა როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით.

საექსპორტო ბაზრებიდან ლიდერობენ აშშ და ავსტრალია. კერძოდ, 5 თვეში აშშ-ში ექსპორტმა $3.2 მლნ-ის ღირებულების 1 953 ტონა შეადგინა, ხოლო ავსტრალიაში - $2.2 მლნ-ის ღირებულების 1 817 ტონა. შემდეგ პოზიციებზე არიან გერმანია - $2.1 მლნ-ის ღირებულების 1 211 ტონა, რუსეთი - $1.8 მლნ-ის ღირებულების 1 090 ტონა და იაპონია - $1 მლნ-ის ღირებულების 324 ტონა პროდუქტით.

ხუთეულის შემდეგ მოდიან ისრაელი ($948 ათასის ღირებულების 653 ტონა), საბერძნეთი ($465 ათასის ღირებულების 316 ტონა), იტალია ($278 ათასის ღირებულების 90 ტონა), აზერბაიჯანი ($274 ათასის ღირებულების 333 ტონა) და სომხეთი ($190 ათასის ღირებულების 174 ტონა).

საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტში ყველაზე დიდი წლიური ზრდა 2025 წელს დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ექსპორტმა $24.1 მლნ-ის ღირებულების 15 367 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს მაჩვენებელი $21.7 მლნ და 14 581 ტონა იყო. 2023 წელს ექსპორტი $16.2 მლნ-სა და 12 572 ტონას აღწევდა, 2022 წელს - $15.5 მლნ და 13 251 ტონა იყო, ხოლო 2021 წელს - $11.9 მლნ და 9 580 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მაისში ხილისა და ბოსტნეულის წვენების იმპორტმა $5.3 მლნ-ის ღირებულების 2 229 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი $6.5 მლნ-ის ღირებულების პროდუქციასა და 2 402 ტონას აღწევდა. შესაბამისად, იმპორტი ღირებულებით 18.9%-ით, ხოლო მოცულობით 7.2%-ით შემცირდა.

იმპორტის სტრუქტურაში ლიდერობს თურქეთი, საიდანაც $1 მლნ-ის ღირებულების 258 ტონა პროდუქცია შემოვიდა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - $791 ათასის ღირებულების 555 ტონა, ნიდერლანდები - $612 ათასის ღირებულების 150 ტონა, ავსტრია - $523 ათასის ღირებულების 101 ტონა და ბელგია - $442 ათასის ღირებულების 106 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები