მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ლიმონათების და გაზიანი სასმელების ექსპორტი 29%-ით გაიზარდა - სად ვყიდით

ლიმონათი გაზიანი სასმელი

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში სულ 18 მილიონი დოლარის ღირებულების 17 ათასი ტონა ლიმონათებისა და შაქრიანი გაზირებული სასმელების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტი წლიურად 29%-ით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, ქართული ლიმონათებისთვის მთავარი საექსპორტო საქონელი კვლავ რუსეთია, სადაც 5.3 მილიონი დოლარის 6 ათასი ტონა გაზირებული სასმელები გავიდა ექსპორტზე, თუმცა ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.5%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი 254%-ით არის გაზრდილი ამ პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანში, რამაც იანვარ-თებერვალში 4.5 მილიონ დოლარს მიაღწია. ასევე გაზრდილია ექსპორტი ყაზახეთსა და უზბეკეთშიც, სომხეთში კი შემცირებაა.

2025 წლის იანვარ-თებერვალში ქართული შაქრიანი გაზირებული სასმელების ექსპორტი ასე ნაწილდება - ტოპ 5 ქვეყანა:

ქვეყანა იმპორტის მოცულობა ტონა ზრდა/კლება წინა წელთან
რუსეთი $5.3 მილიონი დოლარი; 6 ათასი ტონა; -34%
აზერბაიჯანი $4.5 მილიონი დოლარი; 3.56 ათასი ტონა; 254%
ყაზახეთი $3.1 მილიონი დოლარი; 2.88 ათასი ტონა; 198%
უზბეკეთი $1.4 მილიონი დოლარი; 770 ტონა 178%
სომხეთი $1.2 მილიონი დოლარი. 1.18 ათასი ტონა; -1%

რაც შეეხება ამ საქონლის საქართველოში იმპორტს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 2.9 მილიონი დოლარის ღირებულების 2.9 ათასი ტონა გაზიანი სასმელები იყიდა უცხოეთიდან, რაც ექსპორტზე ექვსჯერ ნაკლები მაჩვენებელია. მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის - 0.7 მილიონი დოლარის გაზიანი სასმელები რუსეთიდან შემოვიდა, 388 ათასი დოლარის ღირებულების გაზიანი სასმელები შემოვიდა პოლონეთიდან, ხოლო 384 ათასი დოლარის სასმელები კი თურქეთიდან. სავარაუდოდ ამ კატეგორიის პროდუქციის იმპორტში ენერგეტიკული სასმელები ჭარბობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები