გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის 1 მაისიდან 26 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 9.6 ათასი ტონა, 61.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მოცვი.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული რაოდენობა 53%-ით (3.3 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 46%-ით (19.5 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.4$-ია.
მოცვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც მთლიანი ექსპორტის 90%-ზე მეტი გავიდა - 8 736 ტონა, ევროკავშირის ქვეყნებში ჯამურად კი მხოლოდ 498 ტონა პროდუქტი გაიყიდა, მცირე რაოდენობით მოცვის ექსპორტი ფიქსირდება: სომხეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სხვა ქვეყნებში.




























