მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის ექსპორტი გაიზარდა

ქათამი ფრინველი

საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2023 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან 44 800 სული რქოსანი პირუტყვი გაუყვანეს ექსპორტზე, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 25 600 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა.

ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაიზარდა ფრინველის ექსპორტის მაჩვენებელიც. კერძოდ, 2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ქვეყნიდან 3 937 700 ფრთა ფრინველი გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2022 წლის მეორე კვარტალში 3 358 900 ფრთა.

რაც შეეხება ღორის ექსპორტს, მაჩვენებელი კვლავ მცირეა და თითქმის არ იცვლება. 2023 წლის მეორე კვარტალში, ისევე როგორც პირველ კვარტალში ქვეყნიდან მხოლოდ 100 სული ღორი გავიდა ექსპორტზე. 2022 წლის პირველ და მეორე კვარტლებში კი ჯამში 700 სული.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს საქონლისა და ფრინველის იმპორტის მაჩვენებლებსაც, რომელთა თანახმადაც 2023 წლის მეორე კვარტალში 3 500 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 100 სული პირუტყვი შემოიყვანეს. ღორის შემთხვევაში 2023 წლის აპრილ-ივნისში 36 000 სულის იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 23 300 სულის.

რაც შეეხება ფრინველის იმპორტს, 2023 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში შემოიტანეს 2 455 300 ფრთა ფრინველი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 219 800 ფრთა) დაახლოებით ორჯერ აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები