საქართველოდან ნიუ-იორკში - "კრაფტ ფუდი" საზღვრებს აფართოებს და პირველ საერთაშორისო ფილიალს ბრაიტონ ბიჩზე ხსნის.
როგორც რესტორნის "ფეისბუქ" გვერდზე წერია, ფილიალი 11 ივლისს გაიხსნება.
"𝟐𝟑𝟒 𝐁𝐫𝐢𝐠𝐡𝐭𝐨𝐧 𝐛𝐞𝐚𝐜𝐡 𝐀𝐯𝐞, 𝐁𝐫𝐨𝐨𝐤𝐥𝐲𝐧 𝟏𝟐𝟐𝟑𝟓", - ეს არის ზუსტი მისამართი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჯანსაღი და განსხვავებული ბურგერები, პიცები, შაურმები, ჰოთ-დოგები, ნამდვილი ქართული ტრადიციული იმერული ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური და ლობიანი.
"ჩვენს ისტორიაში ახალ ფურცელს ვწერთ და პირველ საერთაშორისო ფილიალს ვხსნით ნიუ-იორკში. ჩვენთან ერთად გახდი ამ დიდი მოვლენის თანამონაწილე, #გვესტუმრე Craft Georgia-ში ბრაიტონ ბიჩზე", - წერია რესტორნის "ფეისბუქ" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "კრაფტ ფუდს" ფილიალი საქართველოში სამ ქალაქში აქვს: ქუთაისში, ბათუმში და თბილისში.


























