ქართულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახორციელონ დამატებით ყაზახეთის 12 ქალაქის მიმართულებით. ამის შესახებ ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში მალაიზიაში გაფორმდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმით გათვალისწინებული დამატებითი დანიშნულების პუნქტებია, ისეთი მსხვილი ქალაქები როგორიცაა: შიმკენტი, აქტობე, ყარაღანდა, კოსტანაი, თარაზი, სემეი და სხვა.
დღემდე საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული ფრენების განხორციელება დაშვებული იყო მხოლოდ ასტანის, ალმათისა და აქტაუს მიმართულებებით.