წელს 9 თვეში საქართველომ 28.6 მილიონი აშშ დოლარის 17 444 ტონა ფრინველის ხორცი და სუბტროპიკები გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 163.1%-ით, მოცულობაში კი, 167.8%-ით მეტია.
რაც შეეხება უკვე არსებულ საექსპორტო ბაზრებს, მიმდინარე 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ხორცი შემდეგ ბაზრებზე გაყიდა:
- თურქმენეთი - 12.1 მილიონი აშშ დოლარის 7 978 ტონა;
- სომხეთი - 6.4 მილიონი აშშ დოლარის 3 809 ტონა;
- აზერბაიჯანი - 4.8 მილიონი აშშ დოლარის 2 131 ტონა;
- ყაზახეთი - 4.6 მილიონი აშშ დოლარის 3 006 ტონა;
- ყირგიზეთი - 216 ათასი აშშ დოლარის 180 ტონა;
- უზბეკეთი - 144.5 ათასი აშშ დოლარის 84.3 ტონა;
- ლიბერია - 126.4 ათასი აშშ დოლარის 168.9 ტონა;
- გვინეა - 48.2 ათასი აშშ დოლარის 64.3 ტონა;
- სიერა-ლეონე - 16.2 ათასი აშშ დოლარის 21.6 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, ზრდა არის ამ მიმართულებითაც. წელს საქართველომ 88.5 მილიონი აშშ დოლარის 59 295 ტონა ფრინველის ხორცი იყიდა, გასული წლის 9 თვეში კი, 72.3 მილიონი აშშ დოლარის 47 456 ტონა.
- ჩინეთი - 30.7 მლნ აშშ დოლარის 17 918 ტონა;
- უკრაინა - 11.3 მლნ აშშ დოლარის 6 613 ტონა;
- ბრაზილია - 10.9 მლნ აშშ დოლარის 8 172 ტონა;
- თურქეთი - 9.6 მლნ აშშ დოლარის 6 380 ტონა;
- აშშ - 9 მლნ აშშ დოლარის 7 694 ტონა;
- ნიდერლანდები - 3.3 მლნ აშშ დოლარის 2 527 ტონა;
- საფრანგეთი - 3 მლნ აშშ დოლარის 2 302 ტონა;
- ბელგია - 2.8 მლნ აშშ დოლარის 2 131 ტონა;
- გერმანია - 2.6 მლნ აშშ დოლარის 1 652 ტონა;
- დანია - 1.5 მლნ აშშ დოლარის 1 192 ტონა.
უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი გაზრდილია მიუხედავად, "ოცნების" მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ქათმის ხორცის ექსპორტის მეტად ზრდის გეგმა აქვს. "ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. "განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმება, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეხსნება ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა". არადა, ჩინეთი საქართველოსთვის ქათმის ხორცის მთავარი მომწოდებელია.

























