მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 5 წელში საქონლის ხორცი 61%-ით გაძვირდა|როგორ იცვლებოდა ფასები წლების განმავლობაში ხორცზე?

ხორცი

საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხორცის ძირითადი სახეობების ფასები გაიზარდა, თუმცა გაძვირების მასშტაბი ხორცის პროდუქტების მიხედვით განსხვავებული იყო. საქსტატის საშუალო ფასების კალკულატორის მონაცემებით, 2021 წლის ივლისთან შედარებით, 2026 წლის ივლისში ყველაზე მეტად ძროხის ხორცი გაძვირდა.

2021 წლის ივლისში 1 კილოგრამი ძროხის ხორცის საშუალო ფასი 19.04 ლარი იყო, 2026 წლის ივლისში კი 30.68 ლარი. შესაბამისად, ხუთი წლის განმავლობაში ფასი 11.64 ლარით, ანუ დაახლოებით 61.1%-ით გაიზარდა.

ძროხის ხორცის ფასები 1 კილოგრამზე 5-წლიან დინამიკაში შემდეგნაირად იზრდებოდა:

2022 წლის ივლისში - 19.86 ლარი;

2023 წლის ივლისში - 23.81 ლარი;

2024 წლის ივლისში - 24.49 ლარი;

2025 წლის ივლისში - 25.30 ლარი;

2026 წლის ივლისში კი ფასი ერთბაშად 5.38 ლარით, ანუ 21.3%-ით გაიზარდა და 30.68 ლარს მიაღწია.

ქათმის ხორცის ფასები

ხუთწლიან პერიოდში ფასის ზრდა დაფიქსირდა ქათმის ხორცზეც, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით. 2021 წლის ივლისში 1 კილოგრამი ქათმის ხორცი საშუალოდ 7.44 ლარი ღირდა, 2026 წლის ივლისში კი მისი საშუალო ფასი 10.70 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ხუთ წელში ქათმის ხორცი 3.26 ლარით, ანუ 43.8%-ით გაძვირდა.

ქათმის ხორცის შემთხვევაში ფასის დინამიკა ერთგვაროვანი არ ყოფილა. 2022 წლის ივლისში მისი საშუალო ფასი 9.19 ლარი იყო, 2023 წელს 9.81 ლარამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 9.39 ლარამდე შემცირდა. 2025 წლის ივლისში ფასი 10.07 ლარამდე გაიზარდა, 2026 წლის ივლისში კი 10.70 ლარს მიაღწია. მხოლოდ ბოლო ერთი წლის ჭრილში კი ქათმის ხორცის ფასი 63 თეთრით, ანუ 6.3%-ით გაიზარდა.

ღორის ხორცის ფასები

ღორის ხორცის შემთხვევაში ხუთწლიანი გაძვირება კიდევ უფრო ნაკლები იყო. 2021 წლის ივლისში 1 კილოგრამი ღორის ხორცის საშუალო ფასი 15.46 ლარი იყო, 2026 წლის ივლისში კი 18.37 ლარი. შესაბამისად, ხუთ წელში ღორის ხორცი 2.91 ლარით, ანუ 18.8%-ით გაძვირდა.

ღორის ხორცის ფასიც ხუთწლიან პერიოდში მერყეობდა. 2022 წლის ივლისში მისი საშუალო ფასი 16.67 ლარი იყო, 2023 წლის ივლისში 17.15 ლარამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 16.61 ლარამდე შემცირდა. 2025 წლის ივლისში ფასი 17.23 ლარს შეადგენდა, 2026 წლის ივლისში კი 18.37 ლარამდე გაიზარდა. ერთი წლის ჭრილში ღორის ხორცი 1.14 ლარით, ანუ 6.6%-ით გაძვირდა.

შეჯამებისთვის, 2021 წლის ივლისიდან 2026 წლის ივლისამდე პერიოდში ყველაზე მკვეთრი ცვლილება ძროხის ხორცზე დაფიქსირდა, რომლის ფასი ხუთ წელში 61.1%-ით გაიზარდა. მას ქათმის ხორცი მოჰყვება 43.8%-იანი ზრდით, ხოლო ღორის ხორცის ფასი ამავე პერიოდში 18.8%-ით არის გაზრდილი. თუმცა, თუ მხოლოდ ბოლო ერთი წლის დინამიკას შევხედავთ, 2026 წლის ივლისში ფასების ზრდა კვლავ სამივე სახეობაზე დაფიქსირდა. ძროხის ხორცი 21.3%-ით გაძვირდა, ღორის ხორცი 6.6%-ით, ქათმის ხორცი კი 6.3%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები