მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი 108%-ით გაიზარდა - კიდევ სად ვყიდით ციტრუსს?

მანდარინი

წელს 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 14.9 მლნ აშშ დოლარის 25,140 ტონა მანდარინი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თანხაში 47.2%-ით, რაოდენობაში კი, 84.7%-ით აღემატება. ექსპორტირებული ციტრუსის ნაყოფის 77% რუსეთზე მოდის.

რუსეთში მანდარინის ექსპორტი 108.2%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველომ ჩრდილოეთში 11.5 მლნ აშშ დოლარის 18 ათას ტონაზე მეტი მანდარინი გაყიდა, გასული წლის ანალოგიოურ პერიოდში კი, 5.5 მლნ აშშ დოლარის 8,487 ტონა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, TOP-5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  1. რუსეთი - $11.5 მლნ-ს 18,026 ტონა;
  2. სომხეთი - $3.8 მლნ-ს 6,608 ტონა;
  3. უკრაინა - $223 ათასის 340.1 ტონა;
  4. ბელარუსი - $39.1 ათასის 40.4 ტონა;
  5. აზერბაიჯანი - $33.7 ათასის 84.4 ტონა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთმა მანდარინის იმპორტი აკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები