2025 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე 2.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები არის განთავსებული. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 175 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოშვებული ყველაზე მსხვილი ევროობლიგაცია არის ესპანური "აქუალიას" საკუთრებაში არსებული GGU, რომელიც GWP-ის მფლობელი ჰოლდინგური კომპანიაა. ამ განთავსების მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს და მისი დაფარვის ვადა 2029 წლის ივლისია.
ევროობლიგაციებს შორის სახელმწიფო სექტორს 1 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები მიეკუთვნება, საიდანაც 500 მილიონი დოლარი საქართველოს სუვერენული ევრობონდია. ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის თარიღი კი 2026 წლის აპრილია. ხოლო მეორეა ასევე 500 მილიონი დოლარის ოდენობის საქართველოს რკინიგზის ევრობონდი, რომლის დაფარვის თარიღიც 2028 წლის ივნისია.
ჯერჯერობით უცნობია მოახდენს თუ არა მთავრობა მომდევნო წელს დასაფარი 500 მილიონი დოლარის ევრობონდის რეფინანსირებას, ანუ ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვებით მის დაფარვას. აღნიშნულის შესახებ უფრო მეტი ცნობილი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს გახდება.
რაც შეეხება კერძო სექტორის ობლიგაციებს, 300 მილიონი დოლარის ევრობონდი აქვს გამოშვებული საქართველოს ბანკის ჯგუფს, ასევე 300 მილიონი დოლარის ევრობონდი აქვს გამოშვებული სილქნეტს, 300 მილიონი დოლარის ევრობონდი აქვს გამოშვებული "აქუალიას" საკუთრებაში არსებულ GGU-ს (GWP), TBC ბანკის ჯგუფის ობლიგაციების მოცულობა კი 375 მილიონი დოლარია.
საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე განთავსებული ევრობონდების მოცულობა:
| ობლიგაცია | ვალუტა | მოცულობა (მლნ) | კუპონი | გამოშვება | დაფარვა | რეიტინგები (Fitch/S&P/Moody/Scope) |
| GEORG 04/26 | USD | 500 | 2.75% | Apr-21 | Apr-26 | BB/BB/Ba2 |
| GRAIL 06/28 | USD | 500 | 4.00% | Jun-21 | Jun-28 | BB-/BB-/- |
| GEBGG 9 1/2 PERP | USD | 300 | 9.50% | Apr-24 | n/a | B-/-/B2 |
| SILKNET 01/27 | USD | 300 | 8.38% | Jan-22 | Jan-27 | BB-/-/B1 |
| TBC 8.894 PERP | USD | 75 | 8.89% | Nov-21 | n/a | B-/-/- |
| TBC 10 1/4 PERP | USD | 300 | 10.25% | Apr-24 | n/a | -/-/B2 |
| CGEOLN 07/29 | USD | 300 | 8.88% | Jul-24 | Jul-29 | BB-/BB-/- |




























