მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტის ძირითადი ბაზარი უზბეკეთია

5f1d5161a153c
თელარა გელანტია
26.07.20 16:26
1884
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 45.5 მლნ დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 56.9%-ით ნაკლებია ($105.6 მლნ).

Bm.ge-ის მიერ საქსტატის გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 45.5 მლნ დოლარის ექსპორტში 20.2 მლნ დოლარი უზბეკეთზე მოდის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან სამკურნალო საშუალებების TOP-5 საექსპორტო ქვეყნებს შორისაა: აზერბაიჯანი ($5.9 მლნ), რუსეთი ($5.7 მლნ) სომხეთი ($3.9 მლნ) და ბელარუსი ($1.7 მლნ).
შედარებით მცირე რაოდენობით სამკურნალო საშულებები გადის ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, მოლდოვასა და ლატვიაში.

რაც შეეხება TOP-ექსპორტიორ კომპანიებს, ათეული ასე გამოიყურება:

1. შპს გეა;
2. შპს ავერსი-რაციონალი;
3. შპს ჯი-ემ-პი;
4. სს ბიოფარმი;
5. შპს ამბიენს;
6. შპს ფარმექსიმი;
7. შპს ფარმედ;
8. შპს WORLD MEDICINE;
9. შპს დენკ ფარმა საქართველო;
10. შპს რენომედ ლოჯისტიკს.

შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები